ანაზღაურებადი სტაჟირება - ორგანიზაციის საცხოვრისებში შშმ-პირების მხარდამჭერი (დამხმარე)
ააიპ „ხელი ხელს“ არის სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2011 წლიდან.
ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე (უპირატესად ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე) პირთათვის ღირსეული საოჯახო გარემოს შექმნა, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება და სოციალური ინკლუზია. ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული დეინსტიტუციონალიზაციისა და შშმ პირების უფლებების ადვოკატირების პროცესში.
ამ ეტაპზე მომსახურებით სარგებლობს 33 ბენეფიციარი.
მცირე საოჯახო ტიპის სახლში, საცხოვრისში არსებული მომსახურება ითვალისწინებს 18 წელს ზევით ბენეფიციარების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაცია/აბილიტაციასა და პერსონა-ცენტრულ მიდგომას (რომელიც ემყარება პიროვნების სურვილებს, პრიორიტეტებსა და მოთხოვნებს, სადაც გათვალისწინებულია მათი შესაძლებლობები), რასაც მხარდამჭერები ეტაპობრივად ავითარებენ.
ორგანიზაციის საცხოვრისებში ასისტირებისათვის ორგანიზაცია ‘’ხელი ხელს’’ იწვევს დაინტერესებულ პირებს.
სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი; ქ.გურჯაანი; ქ. სენაკი;
მოთხოვნები განათლებისა და გამოცდილების შესახებ:
მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:
სამუშაოს აღწერა
პასუხისმგებლობა:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების
შერჩევის პროცედურა:
1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
2 ეტაპი - გასაუბრება;
3 ეტაპი - სწავლება და 1-თვიანი პრაქტიკა
4 ეტაპი - შერჩევა, ხელშეკრულების გაფორმება.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ მეილზე handinhandg@gmail.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
ორგანიზაციის ადმინისტრაცია დაუკავშირდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ ეწვიეთ ორგანიზაციის ვებ გვერდს http://www.handinhand.ge/ge/
https://www.facebook.com/handinhandg/?fref=ts
საკონტაქტო პირი: 577236482

- საშუალო ან უმაღლესი განათლება;
- სხვა ადამიანებზე (სასურველია შშმ პირებზე) ზრუნვის გამოცდილება;
- სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარული, ინკლუზიური განათლების, სოციალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიის, პედაგოგიკის ან მომიჯნავე სფეროებში.
მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:
- სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
- გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
- დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
- კეთილსინდისიერება/სანდოობა;
- მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
- სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
- კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
- მიზანსწრაფულობა;
- ადაპტაციის უნარი.
სამუშაოს აღწერა
პასუხისმგებლობა:
- შშმ პირების დახმარება/მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ღირსეული მოპყრობა/უფლებების დაცვა;
- დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო, ფუნქციონალური და პროფესიული უნარების განვითარება;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების
- დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავების (თვითმოვლა, თვითმომსახურება) და საოჯახო საქმიანობაში ჩართულობის მხარდაჭერა;
- შშმ პირებისა და მათი საცხოვრებელი გარემოს მოვლისა და ჰიგიენური ნორმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
- პროფესიული უნარების გამომუშავებისა და სამსახურებრივი საქმიანობის მხარდაჭერა/ხელშეწყობა;
- სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- განათლება/განვითარების ხელშეწყობა;
- ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, უფლებების დაცვაში მხარდაჭერა.