Hand in Hand

გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ

  • Home
  • Success Stories
  • Our Services
    • Community Living
    • Personal Assistance
    • Training Professionals
    • Empowering Parents
  • Projects
  • Advocacy
  • About Us
  • Contact
  • Speaker APP
  • Blog
  • ქართულად
  • დასაქმება

მისია

“ხელი ხელს” მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დეინსტიტუციონალიზაცია და საზოგადოებაში დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა. მისიის მისაღწევად ორგანიზაცია ავითარებს საოჯახო ტიპის სახლების და პერსონალური ასისტირების სერვისს, აძლიერებს მშობლებსა და ოჯახის წევრებს, ადვოკატირებას უწევს შშმ პირთა უფლებებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს ინკლუზიური პოლიტიკის შექმნაში.

ხედვა

ჩვენი ხედვაა საზოგადოება, სადაც თითოეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის უფლება დაცულია, ხოლო შესაძლებლობები  - რეალიზებული, ადამიანები ღირსეულად ცხოვრებენ და თანაბარ მონაწილეობას იღებენ საზოგადოების შენებაში. ​

ორგანიზაციის ისტორია

,,ხელი  ხელს“ დაფუძნდა 2010 წელს და  2011  წლიდან  დაიწყო საქართველოში   შშმ  პირთათვის  საუკეთესო  საერთაშორისო  პრაქტიკის შესაბამისი  მომსახურებების  დანერგვა.  ღია საზოგადოება საქარველოს მხარდაჭერით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, ორგანიზაცია  ამ ეტაპზე გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლის მოთხოვნებთან  (დამოუკიდებელი  ცხოვრების  უფლება)  სრული  შესაბამისობით მომსახურებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების  მქონე  პირებს.  

ჩვენს საცხოვრისებში ისინი  ცხოვრობენ  მაქსიმალური დამოუკიდებლობის ხელშემწყობ გარემოში  არაუმეტეს 5 წევრიან ოჯახებად, ეწევიან საოჯახო საქმიანობას, სწავლობენ, მუშაობენ და ცხოვრობენ, როგორც საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები. ხოლო მომსახურების მიზანია მათში  უნარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენა და განვითარება, რაც ხელს უწყობს მათ დამოუკიდებელ ფუნქციონირებას  და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ამჟამად ორგანიზაცია ქ.გურჯაანსა და ქ.თბილისში  მდებარე 6 სახლში ემსახურება 30 ბენეფიციარს. 

ორგანიზაცია ზრუნავს არა მხოლოდ მომსახურების მიწოდებაზე, არამედ საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში აპრობირების გზით  ქმნის პროფესიულ, მეთოდურ და ცოდნის რესურსს, რომელსაც ავრცელებს და უზიარებს ყველა დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას.  ორგანიზაციის მიერ შეიქმნა მომსახურების მოდელი და სპეციალისტბის მოსამზადებელი სატრენინგო პაკეტი, რაც ქმნის შესაძლებლობას მოხდეს საქართველოში მისი შემდგომი განვითარება. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაჩნდა შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის კომპონენტი და დამტკიცდა შესაბამისი სტანდარტი.

ორგანიზაცია ასევე მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლების გაძლიერებაზე ინფორმირებითა და განათლებით ტრენინგების მეშვეობით. ის ეწევა შშმ პირთა უფლებების ადვოკატირებას როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვადასხვა, მ.შ. მშობელთა, შშმ პირთა და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

ჩვენი ორგანიზაცია მუდმივად ცდილობს ქვეყანაში შშმ პირთა საჭიროებებს უპასუხოს ახალი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სერვისების განვითარებითაც. ამიტომაც,
2016 წლიდან  ორგანიზაციამ  დაიწყო  საქართველოსთვის  ინოვაციური,  შშმ  პირთა, მ.შ.  ბავშვთა  პერსონალური  ასისტირების  მომსახურების  განვითარებაზე  ზრუნვა.  ამ  მიზნით  ჩვენი  ორგანიზაციის  მიერ  პირველად  საქართველოში  განხორციელდა  მომსახურების მეთოდოლოგიური, პროფესიონალური და ადმინისტრაციული ბაზის  ფორმირება,  რომლის  საფუძველზე  უკვე  დაწყებულია  პერსონალური ასისტირების  მომსახურების  მიწოდება.


მიმდინარე პროგრამები

1. საოჯახო საცხოვრისი სრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

ორგანიზაცია ‘’ხელი ხელს’’ საოჯახო საცხოვრისის სერვისს სთავაზობს 18 წელს ზემოთ მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ამ ეტაპზე ორგანიზაციას აქვს 5 საცხოვრისი ქ. გურჯაანსა და ქ.თბილისში. თითოელ საცხოვრისში მათი რაოდენობა არ აღემატება 5. ამჟამად სერვისის მომსახურებით სარგებლობს 25 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. 

არაერთი კვლევით და პრაქტიკით დადასტურდა, რომ საოჯახო ტიპის საცხოვრისი არის საუკეთესო შშმ პირთა რესოციალიზაციის, ინკლუზიის, დასაქმების და უფლებების რეალიზაციისთვის. საოჯახო საცხოვრებელი  ითვალისწინებს ბენეფიციარების საჭიროების და სურვილის  შესაბამისი მომსახურების მიწოდებას.  მომსახურება მოქნილია და მუდმივად მზადაა მოერგოს ბენეფიციარის  ცვალებად ინდივიდუალურ საჭიროებებს. 

მომსახურების მთავარი პრინციპია ინდივიდზე ორიენტირება, ანუ პიროვნებაზე ცენტრირება, რაც გულისხმობს იმას, რომ ინდივიდი  არის ცენტრალური ფიგურა და თავად აქტიურად მონაწილეობს საკუთარი მხარდაჭერის გეგმის შექმნის პროცესში. ის თავად აკეთებს ცხოვრებისეულ ყოველდღიურ არჩევანებს თავად აძლევს მიმართულებას საკუთარ ცხოვრებას და საჭირო დროს იღებს საჭირო ინტენსივობის დახმარებას. ამასთან, სწავლობს  ოჯახის წევრთა პატივისცემას და ოჯახურ თანაცხოვრებას.  მხარდაჭერის ინდივიდუალური გეგმების განხორციელებისთვის საცხოვრისებს ემსახურება ასისტენტი. ასისტენტის მხარდაჭერის ინტენსიობა განისაზღვრება საჭიროების შესაბამისად, რომელიც, როგორც წესი, მოსარგებლე პირის საცხოვრისში მოსვლისას, დასაწყისში უფრო ინტენსიურია. 

საცხოვრისებში შშმ პირთა მხარდაჭერა მოიცავს:
  • დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობას;
  • პროფესიული უნარების განვითარების და  დასაქმების (სამუშაოს მოძებნა, მორგება და საქმიანობის განხორციელებაში დახმარება) უზრუნველყოფას;
  • უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოთი უზრუნველყოფას;
  • საკვებით, ჩასაცმელით, ფეხსაცმელით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საგნებით უზრუნველყოფას;
  • განათლების მხარდაჭერას;
  • სოციალურ ინკლუზიაში მხარდაჭერას:
  • პიროვნული განვითარების  შესაძლებლობის უზრუნველყოფას;
  • სახლის საქმიანობის (საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ტანსაცმლის მოწესრიგება და ა. შ.) განხორციელებაში დახმარებას;
  • გარე აქტივობების (მაღაზიაში ნივთების შეძენა, სამსახურში სიარული შემეცნებით/გასართობი და სპორტული  ღონისძიებები და ა. შ.) განხორციელებაში დახმარებას;
  • ბენეფიციარებისთვის საჭირო სხვა სერვისების გამოვლენას და მხარდაჭერას;
  • ქცევით მხარდაჭერას (გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც იწვევს თვითდაზიანებას ან სხვა ადამიანის დაზიანებას,ასეთ დროს გამოიყენება ქცევის მართვის შესაბამისი მეთოდიკა);
  • საცხოვრებელი გარემოს  მარტივ მოდიფიკაციას და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას;
  • ინფორმაციულ დახმარებას;
  • ბენეფიციარების ოჯახის წევრებთან ურთიერთობის ხელშეწყობას, კომუნიკაციის დამყარებას;
  • ბენეფიციარების  ძალადობისგან დაცვას;
  • ბენეფიციარების  ჯანმრთელობის საჭიროებების  შეფასებას და დროული რეაგირებას (მედიკამენტების მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში ექიმის კონსულტაცია ან რეფერირება სამედიცინო დაწესებულებაში);

2. პერსონალური ასისტირების სერვისი

პერსონალური ასისტირება  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული სერვისია, რომელიც გულისხმობს მხარადაჭერის საჭიროების მქონე ადამიანების მხარდაჭერას მათთვის ბუნებრივ გარემოში, დახმარებას საკუთარი შესაძლებლობების სრულ რეალიზებასა და ინტეგრაციაში, რაც ზრდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებლობას და საკუთარ ცხოვრების კონტროლის შესაძლებლობას. პერსონალური ასისტირების მომსახურება, განსხვავებულია საჭიროებებისა და ცხოვრების სიტუაციის შესაბამისად, ამიტომ ის ინდივიდუალური და მრავალფეროვანია.  ასისტირების აქტივობები შესაძლოა მოიცავდეს: მხარდაჭერას კომუნიკაციაში, გადაადგილებაში, დაგეგვმაში, დასვენება/მუშაობაში, სოციალიზაციაში, ფუნქციური უნარ-ჩვევების დასწავლაში, განათლებაში, კოგნიტურ, ემოციურ, სენსორულ და  პიროვნულ სფეროებში. შესაბამისად, ასისტირება შეიძლება მიმდინარეობდეს სხვადასხვა გარემოში, როგორიცაა: სახლი, სკოლა, ბაღი, სამსახური, ეზო, ქუჩა და სხვა.
პერსონალური ასისტენტის მომსახურების პრინციპი სრულად ეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობისხედვის სოციალურ მოდელს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას, კერძოდ, მომხმარებლის მიერ მართულ სერვისის მოდელს (consumer-directed Model) 

პერსონალური ასისტირების სერვისით შეიძლება ისარგებლოს სხვადასხვა ფუნქციური შეზღუდვის მქონე ნებისმიერი ასაკის ადამიანმა. მომსახურება ხელმისაწვდომია კვირაში 7 დღისა და დღეში 24 საათის განმავლობაში.
პერსონალური ასისტირების მომსახურება 2016 წლიდან არსებობს თბილისში, 2018 წლის მარტიდან კახეთის რეგიონის ორ ქალაქში, წნორსა და გურჯაანში. 

მუშაობის პრინციპები და მეთოდიკა:
ერთიანი მიდგომა
  • გუნდური პასუხიმგებლობა (მხოლოდ ასისტენტს არ აკისრია პასუხისმგებლობა, თუ არის სირთულეები, გამოწვევები პრობლემები, გადაწყვეტის გზებს ეძებს კოორდინატორსა და ადმინისტრატორთან ერთად)
  • მრავალფეროვანი ცოდნა და გამოცდილება   (ფსიქოლოგი აფასებს და აძლევს სამუშაო გეგმას, გამოყოფს სუსტ და ძლიერ მხარეებს და სახავს მიზნებს. ასისტენტები ეხმარებიან გენერალიზებაში და ყოველდღიურ აქტივობებში ცოდნის გამოყენებაში)
  • გუნდური მხარდაჭერა
სერვისის მოქნილობა
  • სერვისის მიმწოდებელი და მიმღები ერთობლივად არჩევენ ასისტენტს/ასისტენტებს; 
  • მშობელს ან მოსარგებლეს აქვს უფლება აირჩიოს სასურველი კომპეტენციის და სასურველი უნარ-ჩვევების მქონე ასისტენტი, ან მოითხოვოს მისი შეცვლა  მოლოდინების გაუმართლებლობის ან სხვა პრობლემის შემთხვევაში;
  • ასისტენტების ჩანაცვლება/სერვისის უწყვეტობა ფორსმაჟორული სიტუაციის გამოკლებით
საჭიროებებზეა მორგებული.
  • სერვისი იგეგმება და მოდიფიცირდება იმის მიხედვით თუ რა საჭიროება აქვს მოსარგებლეს დროის კონკრეტულ მომენტში
გარემოს გაძლიერება
  • სერვისი მოიცავს რჩევებისა და  რეკომენდაციების მიცემას  მოსარგებლის პირველადი და უახლოესი სოციალური წრისთვის
პერსონაცენტრული მიდგომა
  • მომხმარებელი უზრუნველყოფილია საკუთარი მომსახურების ინდივიდუალურად ფორმირების შესაძლებლობით, რაც იმას გულისხმობს, რომ ის თავად იღებს გადაწყვეტილებას ვინ იმუშავებს მასთან, როდის, სად, როგორ და რომელი აქტივობებისა და ამოცანების შესრულებაში გაუწევს ასისტირებას;
  • მომსახურებები მთლიანად დამოკიდებულია სერვისით მოსარგებლის საჭიროებებზე, უანარებზე, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებზე;
  • სერვისის პერსონაცენტრული დაგეგმარებისთვის ხდება ორი ინსტრუმენტის MAP-ის ან PATH-ის გამოყენებით საჭიროებისამებრ.   
მუდმივი მონიტორინგი და  უკუკავშირი
  • სერვისის მიერ  მიმდინარეობს თითეული შემთხვევის (მოსარგებლისთვის მიწოდებული სერვისის) მონიტორინგი (მიზნების გადახედვა, ხელახლა დასახვა) 
  • იწარმოება ჩანაწერები და პოსტები.
მშობლის/მეურვის ჩართულობა და ინფორმირება
  • ღიაობა-როცა მშობელს/მეურვეს სჭირდება რეკომენდაცია, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ რგოლს დახმარებისთვის;
  • ჯანსაღი კრიტიკა;
  • შეხვედრები

3. პროფესიონალების ტრენინგი

ტრენინგები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახის წევრებისთვის და ამ სფეროში მომუშავეთათვის
სატრენინგო პროგრამის  დასახელება: შშმ პირთა  უფლებებზე დაფუძნებული, ღირსეული და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი  რეზიდენტული მომსახურებების განხორციელებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარება.

სატრენინგო მოდულების დასახელება:

  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეზიდენტული მომსახურების ფორმები, მიმოხილვა და პრინციპები, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების ფორმები და უპირატესობები;
  • გამომწვევი ქცევა, ქცევის მართვა განმამტკიცებლების საშუალებით. ქცევის მართვის სტრატეგია;
  • აქტიური მხარდაჭერა და აქტივობაში ჩართულობა;
  • ავადმყოფის მოვლა;
  • ნატიფი სწავლება; 
  • სექსუალობა და შშმ პირები;
  • სათემო და საოჯახო ტიპის საცხოვრისის მომსახურებების ადმინისტრირება, ხარისხის უზრუნველყოფა და მონიტორინგი.
პროგრამის მიზნობრივი ჯგუფი: შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში და საოჯახო ტიპის საცხოვრისში დასაქმებული მზრუნველები და ფსიქოცოციალური საჭიროების მქონე პირთა მხარდამჭერი პირები, სოციალური მუშაკები, შშმ პირების ოჯახის წევრები. 
პროგრამის სასწავლო მიზნები:
შშმ პირებთან მუშაობის მეთოდების, მიდგომების და ხერხების სწავლება, რომლებიც უზრუნველყოფს მათი ინდივიდუალური საჭიროებებისშესაბამისი მომსახურებების მიწოდებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
შშმ პირთა მომსახურებების განხორციელების, ადმინისტრირების, ხარისხის მართვისა და მონიტორინგის მექანიზმების შესახებ ინფორმაციისა და ცოდნის მიწოდება. 

პროგრამის ხანგრძლივობა: 30 საათი; ტრენინგი გრძელდება 6 დღე და 5 საათის განმავლობაში ყოველი დღის განმავლობაში

4. მშობლების გაძლიერება

,,ხელი ხელს“ უზიარებს მშობლებს გამოცდილებას და ცოდნას, ეხმარება რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება და საკუთარი ბავშვების და ოჯახების ადვოკატირება, უფლებების დაცვა.


შვეიციარულ ორგანიზაციასთან ,,შეხვდი,ასწავლე, წაახალისე“ თანამშრომლობით საქართველოს რეგიონებში, სადაც არ არის სათანადო სამედიცინო-თერაპიული ინფრასტრუქტურა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედებს და მამებს წელიწადში რამდენჯერმე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უტარდებათ სემინარები, სადაც ისინი იძენენ საბაზო სამედიცინო დახმარების კინესთეთიკის/მასაჟის და შრომითი თერაპიის შესახებ პრაქტიკულ ცოდნას. ეს მათ საშუალებას აძლევთ განახორციელენ ბაზისური ფიზიკური და ემოციური მოვლა, რათა დამოუკიდებლად დაეხმარონ თავიანთ შვილებს. სახლში ვიზიტებისას ყალიბდება ნდობა, იკვეთება მათი ინდივიდუალური საჭიროებები, რომლის შესაბამისად ხდება სხვადასხვა საშუალებების შეძენა. სემინარებს თან ახლავს შშმ ბავშვთა, მათი და-ძმების და მეზობლის ბავშვების ერთობლივი შემოქმედებითი აქტიობები და ეწყობა ფესტივალები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებაში მათ წარმოჩენას და ცხოვრებაში ჩართულობას.
SUCCESS STORIES
PROJECTS
ADVOCACY
ABOUT
CONTACT
ქართულად
COMMUNITY LIVING
PERSONAL ASSISTANCE
TRAINING PROFESSIONALS
EMPOWERING PARENTS
All media materials used on the website is a subject of copyright. Hand in Hand has either purchased, either obtained the right to display them. Please, contact us if you wish to use materials from Hand in Hand website. 
© all rights reserved
  • Home
  • Success Stories
  • Our Services
    • Community Living
    • Personal Assistance
    • Training Professionals
    • Empowering Parents
  • Projects
  • Advocacy
  • About Us
  • Contact
  • Speaker APP
  • Blog
  • ქართულად
  • დასაქმება